„პურის არც ერთ მწარმოებელს ფქვილის დიდი ხნის მარაგი არა აქვს“ – კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელი

„პურის არც ერთ მწარმოებელს ფქვილის დიდი ხნის მარაგი არა აქვს“ – ამის შესახებ კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელმა, ბაქარ ბაკურაძემ განაცხადა.

მისივე თქმით. კომპანიის მარაგი არის მაქსიმუმ ერთ თვეზე გაწერილი.

„ჩვენ რაღაც მარაგები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის თვეებზე გაწერილი. პურის არცერთ წარმოებას არ აქვს დიდი ხნის მარაგი. ეს შეიძლება იყოს 2 კვირა, 20 დღე, მაქსიმუმ ერთი თვეზე გათვლილი მარაგი.

შესაფუთი მასალები, პურის შემადგენელი ინგრედიენტები, საწვავი გაძვირებულია და ზოგადად, ჩვენს სექტორში მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვცდილობთ, პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნებას, რადგან ფქვილზე ფასი ჯერ არ არის გაზრდილი…

გაზრდილ ხარჯებს ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე ვაბალანსებთ. სხვა რითი შეიძლება დააბალანსო, როცა პირობითად ფქვილი, დენი, გაზი ძვირდება და გაიაფებით არაფერი იაფდება?!“  – აცხადებს  ბაქარ ბაკურაძე.