მაღალსართულიანი კორპუსიდან კიდევ ორი მუშა გადმოვარდა.

მეტრო სადგურ “გოცირიძეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსიდან გარე ფასადის სამუშაოების შესრულების დროს ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

შრომის ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებულია უსაფრთხოების დარღვევები, კერძოდ, სამშენებლო მასალის მიწოდება მაღალ სართულზე კუსტარულად დამზადებული ტექნიკით ხდებოდა.