“კომფორტში ჩაძირულ მმართველ პარტიას დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება”

პარლამენტარი ეკა ბესელია ბავშვთა გაჭირვებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

” წლების განმავლობაში მმართველ პარტიას არაფერი გაუკეთებია ქვეყანაში იმისათვის, რომ ბავშვთა სიღარიბე და გაჭირვება დაძლეულიყო. რა ფუნქცია აქვს დღეს  ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ ახსოვს ქვეყანაში არსებული პრობლემები, არც ბავშვი, არც გაჭირვებული, არც პატიმარი და არც დაზარალებული? ტრაგედიამდე ვინ მოიკითხა ის ოჯახი, რომელიც ბაღდადში ხანძარში დაიწვა, როდესაც ტელევიზიით გაშუქდა მათ შესახებ?

ბესელიას განცხადებით, კომფორტში ჩაძირულ მმართველი პარტიას დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და პარლამენტის შენობიდან ვერ ამჩნევენ გარეთ არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში ხდება.

ბაღდადში მრავალშვილიან ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში არ არის გაჭირვება და ბავშვები არ შიმშილობენ.