კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ახალ არჩევნებზე მკაფიო ჩანაწერი არ არის – მასში ნათქვამია, რომ პარტიები თანხმდებიან მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის საფუძველზე ჩატარდება

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რაზეც ხელის მოწერა დღეს დანიელსონმა “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შესთავაზა.

„რაც შეეხება ახალ არჩევნებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტში მკაფიო ჩანაწერი არ ფიქსირდება. მედიატორების მიერ შემუშავებულ ტექსტში ნახსენებია მხოლოდ „მომავალი არჩევნები“, რომელთან დაკავშირებითაც ასეთი ჩანაწერია გაკეთებული: „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.

დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.