ხვალ ხალხმა კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვებიც უნდა გააპროტესტოს – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხალხმა ხვალ, 8 ნოემბერს მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვებიც უნდა გააპროტესტოს და მათ არ დაემორჩილოს. ამის შესახებ მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

“ხვალ ხალხი კორონა შეზღუდვების გასაპროტესტებლადაც უნდა გამოვიდეს. ამისთვის მედიამ და ოპოზიციამ, კორონასთან ბრძოლაზე პოზიცია უნდა შეცვალონ. არ დაემორჩილონ ახალ შემოღებულ შეზღუდვებს, ასევე სასწრაფოდ მოითხოვონ, ყველა შეზღუდვის და საზღვრების გახსნა”, – წერს იაგო ხვიჩია.