“ადამიანები კარგი ცხოვრებისგან არ მუშაობენ რამდენიმე ადგილას…”

 

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს რამდენიმე სამსახურში მუშაობას.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/64352-2/

კანონპროექტს დეპუტატი ლევან კობერიძე ეხმიანება:

-შრომის უფლებების დაცვა არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ კონკრეტული კანონპროექტით დამსაქმებელიც და დასაქმებულიც შეიძლება ორივე ერთად დაზარალდეს.

– ადამიანები კარგი ცხოვრებისგან არ მუშაობენ რამდენიმე ადგილას, ანაზღაურება ციდან არ მოდის. კერძო სექტორმა უნდა დაასაქმოს ადამიანები და ამისათვის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი

– პრობლემის სათავე კი არის ის რომ, ქვეყანას არ აქვს ეკონომიკის განვითარების ხედვა და მწყობრი სტრატეგია – ასეთი არაებობის შემთხვევაში მსგავს საკითხებზე მსჯელობა ასეთი ქაოტური არ იქნებოდა და კანონპროექტის კარგი მხარეც იკარგება. ესეთი ქაოტურობა კი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკის ზრდაზე და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.