“ხაზარაძეზე გამაოგნებელ რამეს გეტყვით, შეიძლება ბევრმა არც კი იცის…”

მემარცხენე ალიანსისერთერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანიაობიექტივისეთერში განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ მერაბ კოსტავას ხელი გაარტყა.

-ხაზარაძე ამბობს, რომ 500 დორარით 500 მილიონი იშოვა, საინტერესოა, რა პოლიტიკური კაპიტალით იწყებს ე.წ. “ლელოს”, ფულადი კაპიტალი რომ უზარმაზარი აქვს, ეს ყველამ ვიცით.  მერაბ კოსტავას ხელი რომ მოუქნია და გაარტყა იმ კაპიტალით იწყებს თუ რომელი კაპიტალით?

ეს იცით როდის მოხდა, აი ქსეროქსიც რომ არ არსებობდა და ხელნაწეით ვრცელდებოდა ხალხში იმ კომკავშირლების სია, რომლებმაც ცემეს ეროვნული მოძრაობის ლიდერები. მაშინ იატაკქვეშ გამოდიოდა გაზეთები და ჟურნალები და სწორედ იმ სიებში წერია მამუკა ხაზარაძე, რომელმაც მერაბ კოსტავას მოუქნია ხელი.

ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ ხალხის ანაბრები შეჭამა, მაშნ საკონსტიტუციო სასამართლოს ვესწრებოდა, სადაც განიხილებოდა სარჩელი ამ ანაბრების სახელმწიფოს მიერ დაბრუნების შესახებ.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრა-რუსეთმა, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ ყველა ყოფილ რესპუბლიკას გადაუხადა ანაბრების ფული, მათ შორის საქართველოს და ეს ფული მთლიანად შეჭმულია. ამას ჰაერზე კი არ ვამბობ, გაირკვა საკონსტიტუციო სასამართლოში. აი სწორედ ერთ-ერთი ამ ფულის შემჭმელია ხაზარაძე, გააცოცხლა თანხა, დადო ანგარიშებზე  და მერე გახსნა თიბისი ბანკი. ახლა კიდევ თავი მოსწონს!.. თან წყინს მევახშეს რომ ეძახიან!…