შალვა ნათელაშვილი: შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და ჩვენ დავსხედით მთავრობის ხელმძღვანელთან

შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ჩვენ გავცვალეთ პოზიციები, – ამის შესახებ „ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახდინა – ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.