ირაკლი კობახიძე – ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა.

„გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდანია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ჩამოყალიბებული იყო ტოტალური მოსმენის პრაქტიკა.

„ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ერთი განყენებული მოვლენა. ჩვენ გვახსოვს, რომ იყო ტოტალური მოსმენის პრაქტიკა ჩამოყალიბებული 2012 წლამდე და კიდევ ერთხელ გაგვახსენეს თავად, თავისი ხელით, მათვე გაგვახსენეს, რა პრაქტიკა ჰქონდათ. არ ერიდებოდნენ არც კერძო პირთა მოსმენას, არც არასრულწლოვნების მოსმენას, უკანონო ჩანაწერები იყო მათი ხელწერა და კიდევ ერთხელ, საკუთარი დანაშაული გამოიტანეს დღის სინათლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.