,,უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი მოლაპარაკებების პროცესში სერიოზულად განიხილება” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსულ-უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი სერიოზულად განიხილება.

„უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნასთან ერთად განიხილება. დასავლეთს არ სურს უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაციის მოგვარება. დღევანდელი ვითარება ეპოქალურია, „ბრძოლა“ მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება მსოფლიოს დღის წესრიგი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ამასთან, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე გარკვეულ კომპრომისზე წავა.

„ჩვენს მომლაპარაკებლებს მე ვხელმძღვანელობ. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ კომპრომისზე წასვლის გარკვეული იმედი მაინც არსებობს“, – აღნიშნა ლავროვმა.