ეს მართლა ,,ფარჩაკი” კაცი დგას და ,,აპრავებს” რუსულ კომპანიას – ან შევჩენკოსთან ერთად მაინც არ ეთამაშა ან კიევის „დინამოში“ – ხაბეიშვილი კალაძეზე

ეს მართლა ,,ფარჩაკი” კაცი დგას და ,,აპრავებს” რუსულ სახელმწიფო კომპანიას, თუ ,,იბიარდი” დაგვთანხმდება, ჩვენ მზად ვართ 170 მილიონი ლარი მივცეთ რუსებსო,  ან შევჩენკოსთან ერთად მაინც არ ეთამაშოს, ან კიევის დინამოში, ან ძმაკაცები, მეგობრები და ახლობლები არ ჰყავდეს უკრაინაში, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან კახა კალაძის განცხადებას.

ხაბეიშვილი კალაძეს მოუწოდებს რუსული კომპანიის ,,გათეთრების” ნაცვლად, სასწრაფოდ გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება.

„კახა კალაძემ დაადასტურა, რომ იბიარდისგან მხოლოდ სესხია, ტენდერში გამარჯვებულს კი მერია ავლენს და ხელშეკრულებაც მერიას აქვს დადებული და არა იბიარდს, როგორც ცდილობდნენ პროპაგანდირებას. მან თქვა, რომ თურმე არაფერ შუაშია უკრაინის ომი და მანამდე მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. დიახ, მანამდეც ვაფრთხილებდით კალაძეს, 20 პროცენტი რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული და ბომბებს რომ გვიშენს და რაკეტებს ჩვენს მოსახლეობას, ამ სახელმწიფო კომპანიას – 170 მილიონი ლარის ხელშეკრულება არ უნდა გაუფორმო, მითუმეტეს, ეს კომპანია არის რუსული სახელმწიფო სამხედრო კომპანია, რომელიც ჯავშანტექნიკას აწარმოებს და გაუგებარი ლექსიკით რომ საუბრობს კალაძე, მისსავე ენაზე მინდა ვუპასუხო – ეს მართლა ფარჩაკი კაცი დგას და „აპრავებს“ რუსულ სახელმწიფო კომპანიას, რომ თითქოს ისინი არანაირ ჯავშანტექნიკას და იარაღს არ აწარმოებენ, ნებისმიერს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს მათსავე ოფიციალურ საიტზე, ეს უსირცხვილო კაცი დადგა და ნაცვლად იმისა, მოეყოლა რომ ცხადია, წყვეტენ ხელშეკრულებას, თქვა, EBRD-მა შეაჩერა ხელშეკრულება და თუ EBRD დაგვთანხმდება, ჩვენ მზად ვართ ეს 170 მილიონი ლარი მივცეთ რუსებსო, ეს მართლა ფარჩაკი კაცი, ან შევჩენკოსთან ერთად მაინც არ ეთამაშა, ან კიევის „დინამოში“, ან ძმაკაცები, მეგობრები და ახლობლები არ ჰყავდეს უკრაინაში, რომელთა ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ რუსი ოკუპანტები რაკეტებით და ბეტეერებით. ეს არის მაგალითი უსირცხვილობის, უზნეობის, ქვეყნები ჩამოთვალა ბულგარეთს და სერბეთს თურმე ამ კომპანიამ გაუკეთა ვაგონები, უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყნების ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს რუსეთს, ამიტომ დედაქალაქის უსრიცვილო, ,,ფარჩაკ” მერს მოვუწოდებ, სასწრაფოდ გაწყვიტოს ეს ხელშეკრულება იმის ნაცვლად, რომ დაკავდეს რუსული სახელმწიფო კომპანიის „გათეთრებით,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.