სწორი იქნებოდა, უკრაინასთან საქმიანი ურთიერთობა და რეპუტაცია აღგვედგინა, ზელენსკისთვის გვეთხოვა, საქართველოში ელჩი დააბრუნოს – იაგო ხვიჩია

ჩვენ გვერდში უნდა ვედგეთ უკრაინასა და უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ფაქტობრივად, მარტო ეომება რუსულ ბოროტებას, რაც ჩვენც ისევე გვეხება, როგორც უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინის კეთილგანწყობა მოიპოვოს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. სწორი იქნებოდა, უკრაინასთან საქმიანი ურთიერთობა და რეპუტაცია აღგვედგინა, ზელენსკისთვის გვეთხოვა, საქართველოში ელჩი დააბრუნოს და მათთან ერთად გვემოძრავა ევროკავშირის თუ დასავლეთით მიმართულებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.