კიდევ ერთი სიახლე მერიაში

კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების განვითარებას მერიის ახალი საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს

თბილისის მერიაში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები ორის ნაცვლად ერთ საქალაქო სამსახურში გაერთიანდება.

ამ მიზნით კულტურის საქალაქო სამსახურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის შერწყმა და ახალ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოხდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, დღეს, მერიის სტრუქტურული რეფორმა წარადგინეს, რომელიც რვა მიმართულებისგან შედგება. რეფორმის მიზანი მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.