ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების გარეთ არ მოხდეს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების გარეთ არ მოხდეს და ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგის თქმით, თავდაცის საგანგებო მინისტერიალზე განხილული იქნება უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენცია.

„ეს არის გამანადგურებელი უკრაინელი ხალხისთვის და ასევე, შეცვლის ჩვენი უსაფრთხოების გარემოს, ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ნატო-ს ალიანსის უსაფრთხოებისთვის. ნატო-მ უპასუხა ერთიანად და სწრაფად. ნატო-ს მოკავშირეებმა დააწესეს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მოკავშირეები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კოლექტიური თავდაცვას. ასი ათასობით სამხედრო გადაყვანილია მზადყოფნაზე, ასი ათასი ამერიკელი სამხერო იმყოფება ევროპაში. 40 ათასი სამხედრო არის ნატო-ს პირდაპირი მეთაურობის ქვეშ აღმოსავლეთ ფლანგზე, რომლებსაც მხარს უჭერენ საჰაერო და საზღვაო ძალები. აშშ და თქვენ პირადად, თავდაცვის მდივანო, საკვანძო როლს ასრულებთ ამ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ჩვენი კოლექტიურ თავდაცვის გაზრდასა და გაძლიერებაში. მეტი ამერიკელი სამხედრო ევროპაში არის ძლიერი გზავნილი ტრანსატლანტიკურ ერთიანობასთან დაკავშირებით და ჩვენ უკიდურესად მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ იმას, რასაც ერთად ვაკეთებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. რამდენიმე კვირის წინ მე ამერიკელ სამხედროებს შეხვდი ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთში, რუმინეთში და ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს ამერიკელი სამხედრო ფორმიანი კაცებისა და ქალების ერთგულება და პროფესიონალიზმი. ევროპაში მომსახურე ძალების ჩრდილოეთ ამერიკიდან არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ყველაზე ძლიერი გზავნილი.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის არ მხოლოდ მყისიერ შედეგებს, არამედ ასევე, განვიხილავთ უფრო გრძელვადიან შედეგებს, ჩვენი ალიანსის გრძელვადიან ადაპტირებას, თუ როგორ გავაძლიეროთ კიდევ უფრო ჩვენი თავდაცვა და შეკავება, რომ არ დავტოვოთ მოსკოვში გაუგებრობისთვის ან არასწორი გათვლისთვის არანაირი სივრცე; მთელი ალიანსის დაცვის შესახებ ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით. ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ამ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების ფარგლებს გარეთ არ მოხდეს და ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.