კაცმა არ იცის ეს აუდიოჩანაწერი ავთენტურია თუ არა და საინტერესოა ამ ტელევიზიისთვის წყარო რუსული მხარე ხომ არ იყო – ირაკლი კობახიძე

ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ეს ავთენტურია თუ არა. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენი არავითარი ფორმით არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო. წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე. საინტერესოა ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე. საქმე ეხება ერთ რუს ბიზნესმენს, ის არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე უნდა გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, სწორედ ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენია. როდესაც ასეთ დროს მათ პირად საუბარს (მათი მტკიცებით) აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებსა და სტანდარტებზე. ღიმილისმომგვრელთან ერთად ეს არის მე ვიტყოდი ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ.