ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ  სრული გამარჯვება მოიპოვა, ამის იგნორირება კი რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, თუკი რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ის კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცევა.

„უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ  სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინაში შეჭრა დაუყონებლივ შეწყვიტოს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღნიშნული ბრძანება რუსეთისთვის არის სავალდებულოდ შესასრულებელი. ამის იგნორირება რუსეთის ფედერაციას კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინჰააგას სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი და  რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები.