„რატომ აძვირებენ აქციზებს?-განმარტებები რიგითი მოქალაქეებისთვის“

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

მინდა, რომ ყველამ გულდასმით წაიკითხოთ და მაქსიმალურად გააზიაროთ.

განმარტებები რიგითი მოქალაქეებისთვის.

მომიტევონ ჩემმა კოლეგებმა, ეკონომისტებმა, რადგან იძულებული ვარ ძალიან შორს წავიდე აკადემიური ენისგან. ეს აუცილებელია, რათა რიგითი მოქალაქეებისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს შექმნილი რეალობა.

იცით რატომ აძვირებენ აქციზებს?

იმიტომ, რომ ქოცების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართულმა ეკონომიკამ დაიწყო მკვეთრად შემცირება. არ მოგაწყენთ თავს სტატისტიკის დეპარტამენტის დიაგრამების ფრიალით. ამიტომ, სიტყვაზე უნდა მენდოთ. ხოლო, ვინც არ მენდობით ჩაიხედეთ ოფიციალურ სტატისტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქოცების მმართველობის ყოველ წელს ეკონომიკა ოფიციალური მონაცემებით და თანაც ლარებში სულ რაღაც 2,6-2,8%-ით იზრდებოდა, დოლარში გამოხატული მონაცემებით ეკონომიკური ზრდა უარყოფითი ნიშნულით გამოიხატებოდა. ანუ, საქმე გვქონდა რეალური ეკონომიკის შემცირებასთან. გარდა ამისა, ეკონომიკის 2,8%-იანი ზრდა ძირითადად ყოველწლიური 5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლის ხარჯზე ხდებოდა. ანუ, საქონლისა და მომსახურეობის გაძვირება უფრო სწრაფად ხდებოდა ვიდრე ეკონომიკური ზრდა ლარებში. მაგრამ, ამ რესურსმაც ამოწურა ეფექტი. იმიტომ, რომ მოსახლეობის შემოსავლობის დონე უკიდურესად დაეცა და კატასტროფულადაა დაქვეითებული მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რამაც გამოიწვია დეფლაციური პროცესები. ანუ, საქონელი საერთო მასაში აღარ ძვირდება(ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები, მაგრამ მკვეთრად მცირდება ბინების, მანქანების და მრავალი სხვა ტექნიკის ფასები. რაც საერთო ჯამში გასაშუალოებულ ინფლაციის მაჩვენებელს ნულის მიდამოებში აკავებს. რაც ვეღარ აისახება დადებითად მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე). იმიტომ, რომ ხალხს ფული აღარ აქვს და მოთხოვნა უფრო შემცირდა, ვიდრე ბაზარზე არსებული მიწოდება. ამიტომ ქოცებმა ეკონომიკური ზრდის ეს ინსტრუმენტიც დაკარგეს – ინფლაცია(ფასების ზრდა).

ხელისუფლების წარმომადგენლები  2017 წელს 4%-იან აფსურდულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გეგმავენ. რაც აპრიორი მიუწვდომელია, მაგრამ, ხელისუფლებას სჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება არა რაოდენობრივ ზრდაში, არამედ ღირებულებით ზრდაში, რომ გასაცოდავებულ 3%-იან ზრდას მაინც მიაღწიონ. ზუსტად ამისთვის ზრდიან აქციზებს, რომ ხელოვნურად გააძვირონ პროდუქციის ღირებულება და რაღაცა ნაწილში მომსახურეობის საფასურიც. რათა ღირებულებაში გამოხატული მაკროეკონომიკური პარამეტრები რამენაირად გაზარდო. მოკლედ რომ ვთქვათ: თქვენ გაისად წლევანდელივით 100 პურს კი ვეღარ იყიდით. არამედ იყიდით 80-ს. გაცილებით ნაკლებს, მაგრამ ეს 80 ცალი პური ეღირება იმ 100 პურზე მეტი, რომელსაც ყიდულობდით წელს ანუ თქვენი “გაწეწვის” და შიმშილის ხარჯზე ხელოვნურად გაზრდიან მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მერე სულ სახეში გიფრიალებენ შეძახილებით:ნუ გვატყუებთ. სულაც არ გშიათ. იმიტომ, რომ ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით ეკონომიკა გაიზარდაო ანუ, გაიზარდა თქვენი კეთილდღეობაო.” აი ასეთი ვირეშმაკული გეგმა აქვთ, რომელიც თქვენი და თქვენი შვილების შიმშილზე გადის.

გარდა ამისა, ჩემი სიტყვების დასტურად მინდა დაფიქრდეთ თუ რა საქონელზე ზრდიან აქციზსს და რა საქონელის გაძვირებას ცდილობენ? ზუსტად იმ საქონლის რომლის მოხმარებაც და ზეგავლენა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ყველაზე მაღალია: საწვავი, სიგარეტი, ავტომობილები. მალე გაზრდიან კომუნალურ გადასახადებს რაც ასევე წაეხმარება ხელისუფლებას ეკონომიკური მაჩვენებლების ხელოვნურად გაზრდაში. ერთი სიტყვით, მარტო ბიზნესი კი არა, თითოეული მოქალაქე ტერორის მსხვერპლი გახდით. მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნოს.

ახლა დაჯექით და იფიქრეთ:

კიდევ ვაცადოთ ამ ქართველი ხალხის მტრებს. თუ დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

 

კომენტარის დატოვება