გულიკო ზუმბაძემ თავის სამაჟორიტარო ოლქში პატარა ბარბარეს მიულოცა

გულიკო ზუმბაძემ თავის სამაჟორიტარო ოლქში პატარა ბარბარე მოინახულა.

გულიკო ზუმბაძემ ლილოს დასახლებაში მცხოვრები ლონდარიძეების ოჯახი და პატარა ბარბარე მოინახულა. მშობლებსა და იქ შეკრებილს სტუმრებს ბავშვის დაბადების დღე და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

-„ბარბარე, ჩემო სიხარულო!
აგერ უკვე მესამე წელია ყოველ ბარბარობას პირველად შენ მახსენდები. მახსენდება პირველი ბარბარეს დაბადება ჩემი სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე.
იხარე, ჩემო საყვარელო, ღმერთმა სულ ჯანმრთელი გამყოფოს, მრავალი სიხარული და სიკეთე მოგცეს!
იცოდე, რომ ძალიან მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !“-ასე დალოცა მაჟორიტარმა პატარა ბარბარე.

GeoMediaTV ულოცავს ქალბატონ გულიკოს ბარბარობას, ადამიანს, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას და ცდილობს თუნდაც სულ პატარა სიხარული და დიდი ყურადღება მიანიჭოს მათ.

კომენტარის დატოვება