ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება – გერმანიის კანცლერი

ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო უნდა მოემზადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის და გაძლიერდეს ალიანსი.

„ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ამ ომის შედეგები ნატო-სთვის. ნატო უნდა მოემზადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის.

ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. გერმანიას შეაქვს თავისი წვლილი და მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. გუშინ გერმანიის კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტეს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიცია თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების დასაფინანსებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ალიანსის შემდგომი გაძლიერებისთვის. ეს ასევე არის ჩვენი გამბედაობის გამოხატულება შეცვლილი სიტუაციის საპასუხოდ.

ჩვენ ნატო-ს შიგნით გავაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი კიდევ უფრო მეტად“, – განაცხადა შოლცმა.