იქამდე როგორ უნდა დაეცე, რომ მსჯელობის საგანი გახადო, მიმართავს თუ არა ზელენსკი ქართველ დეპუტატებს – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად გადაექცია და მსჯელობის საგანი გახადა, მოუსმენენ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის.

მისივე თქმით, ,,ეს ფაქტი სამარცხვინოა და შიშს აყოლილი ხელისუფლების ნიშანია”.

„ზელენსკი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკიდან ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. არსად შეკითხვა არ დასმულა და ყველა ნორმალური ქვეყანა მიესალმება, პირიქით, ვხედავთ უწყვეტ ტაშს უკრაინელი ხალხის გმირობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა გადაექცია „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად, მსჯელობის საგანი გახდა, მოვუსმინოთ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის, ეს სამარცხვინოა და შიშს აყოლილი ხელისუფლების ნიშანია. რანაირად უნდა მოახერხო, რომ დისკუსიის საგანი გახადო პრეზიდენტ ზელენსკი ჩაერთვება და ქართველ დეპუტატებს მიმართავს თუ არა. აქამდე როგორ უნდა დაეცე? სხვა სიტყვები არ არსებობს, როგორ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი იყოს დღეს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.