მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ომი არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე უპრეცედენტო სანქციების გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.

„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.