უკრაინული მედიის ინფორამციით, რუსული არტილერია კიევის ზედიზედ რამდენიმე უბანს ბომბავს, მათ შორის, შესაძლოა, იყოს კიევის საერთაშორისო აეროპორტიც

უკრაინული მედია, „კიევ ინდეპენდენტი” , უკრაინის სახელმწიფო სპეციალური კომუნიკაციების სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსული არტილერია კიევის ზედიზედ რამდენიმე უბანს ბომბავს და შესაძლოა, მათ რიცხვში კიევის საერთაშორისო აეროპორტიც იყოს.  ასევე იბომბება ქალაქი ვიშნევენის გარე უბნები.

გამოცემის თანახმად, ამჟამად თავდასხმის ქვეშ მყოფი უბნებია –  რუსანივკა, კურენივკა, ბოიარკა და კიევის საერთაშორისო აეროპორტის, ან ჟულიანის მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, როგორც საინფორმაციო სააგენტო UNIAN იტყობინება, ძლიერი აფეთქება გაისმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა ცერკვაში, სადაც საწვავის საცავზე დარტყმა  დაფიქსირდა,