620 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 102 050 (+620) ოკუპანტია განადგურებული.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 25 დეკემბრამდე ასეთია:

ტანკები – 3 011 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 010 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 991 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 418 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 267 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1706 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 635 (+8), სპეციალური ტექნიკა – 178 (+0).