“თუ მეშახტეების დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ!”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მთავრობის წევრებს მეშახტეების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა მეშახტეებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები შეისწავლონ და დავალიანებები უახლოეს 2 თვეში დაფარონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს ექუმრება, რომ ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ.

„ზოგიერთ მეშახტეს ჯერ კიდევ 2014-2016 წლების ხელფასი არ აუღია და ეს დავალიანება 1,1 მილიარდ გრივნას აღწევს. უახლოეს 2 თვეში, მარტსა და აპრილში მეშახტეების წინაშე დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის წევრები ამ თვეების ხელფასს ვერ აიღებენ და, ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

https://www.pravda.com.ua/rus/news/2020/02/25/7241608/

https://www.pravda.com.ua/rus/news/2020/02/25/7241608/