რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ – არ დავუშვებთ კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას – ლავროვი

რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პროპაგანდისტულ RT-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, – განაცხადა ლავროვმა.

სლოვაკეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საბჭოთა წარმოების S-300-ები და MiG-29 -ები გადასცეს კიევს ამერიკული F-16-ების მიღების სანაცვლოდ.