მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ – ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი – გერმანიის კანცლერი

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

„აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო და, როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, ის მიზნად ისახავს – „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.