“ძალიან მარტივად გამოჩნდა ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციები…”

მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის თაობაზე ჩავარდნილ ტენდერთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით უთმელიძეს ვთხოვეთ.

-აშკარად გამოჩნდა, რომ პუშკინის სკვერის ქვეშ გადაცემული ტერიტორიაზე იყო სპეკულაცია ოპოზიციის მხრიდან, პირდაპირ გეტყვით, რომ პირადად მეც და ჩვენი გუნდიც ვეუბნებოდით ოპოზიციას, რომ კარგი იქნებიდა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოკიდებდა ხელს ამ საქმეს და ვიყავით მზად უფასოდ გადაგვეცა აღნიშნული ტერიტორიები. აი ახლა ძალიან მარტივად გამოჩნდა მათი პოლიტიკური სპეკულაციები და ინტერესები, დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული საკითხი ბიზნესისთვის არც ისე მარტივად შესასრულებელია. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია და ეტყობა ბიზნესს უფრო მოკლევადიანი პროექტები იზიდავს, ფაქტია, რომ გრძელვადიანზე თავი შეიკავეს.

ჩვენ ამ ეკონომიკურ პაკეტებს გადავხედავთ და ხელმეორედ მოხდება საპარკინდე სისტემასთან დაკავშირებით პროექტების შეთავაზება.

ოპოზიციამ კარგ საქმეზე უნდა თქვას რომ კარგია, შეცდომებზე კი მიუთითოს არა ჩასაფრების პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან.

აღნიშნული საპარკინგე ტერიტორიები თბილისში ადრე თუ გვიან მაინც მოეწყობა ბიზნესის ხელშეწყობით თუ თვითმმართველობის ხარჯებით, რადგან საპარკინგე ტერიტორიები ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.