არჩილ გამზარდიას რჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს

არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

-“სამ ტელევიზიაში ვიმუშავე სხვადასხვა დროს, საავტორო გადაცემის მთავარი პროდიუსერიც ვყოფილვარ და წამყვანიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანსიაზე ერთი დაფიქრება მეც დავფიქრდი, მიმეღო მონაწილეობა კონკურსში, თუმცა, ჩემს მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს შეხედულება, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი არ შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან აფილირებულის იმიჯის მქონე პირი – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომაც მე აღარ გამიგრძელებია ამაზე მუშაობა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვურჩევდი გენერალურ დირექტორად არ შეარჩიოს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და მითუმეტეს ხელისუფლებასთან ასოცირებული პირი.

მსურს ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ არხის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნამდვილად ორგანულ ნაწილს, ნინო ზაუტაშვილს. იმედი მაქვს, სწორედ მის სასარგებლოდ გაკეთდება სამეურვეო საბჭოს არჩევანი, რაც ნამდვილად არ დატოვებს სამეურვეო საბჭოს პოლიტიზებაზე კითხვებს, არც კვალიფიციურობაზე, ნინო ზაუტაშვილი ყველა კრიტერიუმს ყველაზე ღირსეულად აკმაყოფილებს მიმდინარე ალტერნატივებში.

Nino Zautashvili წარმატებები შენ, ძალიან ბევრი გიჭერთ მხარს”

კომენტარის დატოვება