ISIS ბოევიკებმა ორი თურქი სამხედრო ცოცხლად დაწვეს

„გაზეტა.რუ“ პორტალ Turkish Minute-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ორი თურქი სამხედრო ცოცხლად დაწვეს.

ეს სამხედროები ბოევიკებმა სამი კვირის წინ აიყვანეს ტყვედ ქალაქ ელ-ბაბის სამხრეთ ნაწილში.

პროტალი იმასაც წერს, რომ ბოევიკებმა სოციალურ ქსელში სამხედროების დაწვის ვიდეოც გაავრცელეს.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ შეზღუდა წვდომა  Twitter, Facebook  და YouTube-ზე, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ზემოთ აღნიშნილი ვიდეო გავრცელდა.

კომენტარის დატოვება