გახსოვთ? საპარლამენტო სიის წარდგენა ექს-პრემიერ კვირიკაშვილის მიერ წიწამურში!

სოსო მანჯავიძე

გემახსოვრებათ,2016 წლის საპარლამენტო სიის წარდგენა ექს-პრემიერ კვირიკაშვილის მიერ წიწამურში.
ჩემთვის პირადად,სრულიად ნათელი იყო,რა შედეგებს მოიტანდა ამგვარი სელექცია სხვა არანაკლებ არასწორ მოქმედებებთან ერთად.
არც მოვრიდებივარ და პირდაპირ დავწერე ამის შესახებ,მავანთა წყენისა და ამ წყენიდან გამომდინარე შედეგების მიუხედავად პირადად ჩემთვის.
ქვეყნისთვის შედეგები კი სახეზეა- უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი,უნდობლობის მზარდი ნაპრალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის. მოსალოდნელი ვადამდელი არჩევნები და ხმაურიანი დაპატიმრებები კორუფციის ბრალდებით.

2016 წლის 14 ივლისი

მინდა ვთქვა,რომ ჩემზე საოცარი,წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დღევანდელმა “ახალი სახეების” პრეზენტაციამ.

ილია ჭავჭავაძის სულს,რომელიც”იქ ტრიალებდა” ნამდვილად გაახარებდა თამარ ჩუგოშვილის დასახელება პირველ ნომრად, პარლამენტის თავმჯდომარეობის პერსპექტივით.

ხარობს ზეციური საქართველო! გენდერული იდეალიზმის ასეთი გამოვლინება თვით ევროპაშიც არ უნახავთ.
მდინარაძის დამსახურება სახეზეა-ვანოს იცავდა..

არც ერთ “ახალ სახეს” მიხეილ სააკაშვილის დროს არც ერთხელ არანაირი პოზიცია არ გამოუხატავს.
სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს,რადგან მათგან მომავალში მხოლოდ მდუმარე მორჩილებას მოითხოვენ.
რაც ხდებოდა დღეს დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა ილიას სულისკვეთებას,იან კელის სია კი-“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”- ილიასეულ სურვილს. ლიბერალ-კოსმოპოლიტური იდეოლოგიის გამტარი ადამიანების უნიჭო შეფუთვა ილიას სახელით არის უზნეო და უხეში მანიპულირება ეროვნულ გრძნობებზე.
სამწუხაროდ,ბევრი ვერ მიხვდა ამას,მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა,რომ უმეტესობა მიხვდა,მაგრამ დუმს და “ბედნიერი ერის” ილიასეული აღწერის სრული შესაბამისობით იმის ფიქრი დაიწყო,რომელი მიმართულებით მიაქციოს ვაზელინიანი თავი.

P.S.
ცნობისათვის, ე.წ. “გენდერული თეორია” ლიბერალიზმის კრიპტორელიგიური დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია, ლიბერალიზმის სახელის ქვეშ კი ტროცკიზმი იმალება,სწორედ ამ იდეოლოგიის ადეპტებმა მოაკვლევინეს ილია,ამიტომაც იყო მკრეხელობა საქართველოს პარლამენტის წევრების “გენდერული თეორიის ” ერთგულებით თავის მოწონება საგურამოში.