“მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან.. ახლა რას აკეთებთ?” – ნიკა მელია

მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან… ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან აღნიშნა, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით  ყველა ნორმლაური ადამიანი შეშფოთებულია.

” ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის.

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „ვოლიდან“ „ვოლზე“ სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია), ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ „ოცნების“ მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის “ლიდერშიფი” კომედიურ ტვ შოუებში. აი, ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.

მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა…. ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?“, – წერს ნიკა მელია.