ვინ მიიღებს წელს მე-13 ხელფასს?

თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა მეცამეტე ხელფასისათვის გაიცემა თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებულ დაბალანაზაურებად პირებზე.

სამუშიას თქმით, წელს მეცამეტე ხელფასს მიიღებს მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები, რაც შეეხებათ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს, ისინი მე-13 ხელფასს არ მიიღებენ.

კომენტარის დატოვება