“ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მოსკოვში არ მიდის! ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას!”

ირმა ინაშვილი გავრეცებულ ინფორმაციას პასუხიბს და ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში არ მიდის.
-ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ ვწერ: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია არც 1 ივლისს და არც 2 ივლისს მოსკოვში არ მიდის. ვთხოვ მედიას, ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. ნამდვილად იგეგმებოდა შეხვედრა სოხუმის და ცხინვალის პირველ პირებთან, ნამდვილად იგეგმებოდა წინსვლა ამ საკითხებშიც და ვიზების გაუქმების საქმეშიც, მაგრამ ყველა ეს პროცესი, უკვე მეორედ, შეჩერდა და გადაიდო გაურკვეველი დროით.

ასე რომ, არსად არ მივდივართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სხვა კითხვას ვთავაზობ საზოგადოებას, ჩვენ თავს გავცეთ კითხვაზე პასუხი: საერთოდ, გვინდა თუ არა ჩვენ სოხუმის და ცხინვალის დედასამშობლოში დაბრუნება?