“კარავი წაიღეს და ნაწილი ხელმოწერაც არის დაკარგული“

მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წაღებული მისი კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვს. მათ შორის არის კარვები და მათში არსებული ნივთები. ასევე ხელმოწერები, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახი საპარლამენტოს საგამოძიებოს კომისიის შექმნის მოთხოვნით აგროვებდა.

შესაბამისი განცხადებით მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს უკვე მიმართა.

„დაანგრიეს ის კარავი, წაიღეს. როცა მეორედ, მესამედ გაზი გამოიყენეს. დასაჭრელი დაჭრეს, მოსაკლავი მოკლეს. თვალები დათხარეს, შემდგომ რომ დაცარიელდა ის ტერიტორია დაცალეს და წაიღეს ყველაფერი, რაც კი იყო არსებული კარავში. ნაწილი ხელმოწერაც არის დაკარგული,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.