უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანს სამშობლოში ქართული მხარე გადმოასვენებს

უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ამბობენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.