უკრაინამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ რაც, რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ნაწილობრივ მიაღწიეს წარმატებას დონეცკის საოპერაციო ოლქში და დროებით ჩამოართვეს უკრაინას წვდომა აზოვის ზღვაზე“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.