მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მომხდარის გამო სანაპიროზე შეფერხებული იყო ავტომანქანების მოძრაობა.