საქართველოში გლოვის დღეა

11 ოქტომბერი – საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს  საცხოვრებელი კორპუსის 1 მთლიანი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა 9 და დაშავდა 1 ადამიანი