ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს – ლევან დავითაშვილი

26 აგვისტოს კახეთში სტიქია, რომელმაც ძირითადად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები. შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე დღიდან რთველის საკოორდინაციო შტაბმა ადგილობრივ ხელისუფლებასან ერთად ზარალის შეფასება დაიწყო.

„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ჰექტარია დაზიანებული კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ეს არის თელვის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტებები. ძირითადად არის სოფლები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც 30-დან 50%-იან ზარალს ველოდებით. მოხდა დეტალური შეფასება. ძირითადად ვენახები ამ 5000 ჰექტრიდან არის დაზიანებული. შესაბამისად, სტიქია ძირითადად შეეხო მევენახე ფერმერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მყისიერად ფერმერებთან მომხდარიყო კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწვეული მოსავალი, მიუხედავად კონდიციისა და დაზიანების ხარისხისა, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში მოსავლის დაბინავების პრობლემაა.

„2012 წლიდან დღემდე არცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას პრობლემა არ ჰქონია, თუმცა არ ჩატარებულა არცერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და პოლიტიზებული არ ყოფილიყო რთველის ჩაბარების პროცესი. ძალიან სამწუხაროა ამის აღნიშვნა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხშირად ცდილობენ, ამაზე ააგონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.