სავარაუდოდ „ღამის მგლების“ ოფიციალურ საიტზე DDos შეტევა განხორციელდა

დაახლოებით 2 საათის წინ სავარაუდოდ DDos შეტევის გამო გათიშული იყო რუსი ბაიკერების ე.წ „ღამის მგლების“ ოფიციალური საიტი, ამ წუთებში საიტი  შეფერხებით მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც “ღამის მგლების” თბილისში ყოფნას ასახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს საქართველოში რუსი ბაიკერების ჯგუფის “ღამის მგლების” ერთი წევრის ყოფნას და აცხადებს, რომ აღნიშნული პირი, აპრილში “ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე” ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად ჩამოვიდა.