ამერიკამ ბალისტიკური იარაღი მეორედ გამოსცადა

Fox News-ი BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ, ბალისტიკური იარაღი გამოსცადეს.

სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტა Minuteman III 26 აპრილს, კალიფორნიის შტატში ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან გაუშვეს. რაკეტამ 6400 კილომეტრი იფრინა და წყნარი ოკეანის წყლებში, მარშალის კუნძულებთან ახლოს ჩავარდა.

ტელევიზიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტს არ უკავშირდება და მისი გამოცდა რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი. წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები 450 ცალ Minuteman III-ს ფლობს. რაკეტას სამიზნის განადგურება 12 ათასი კილომეტრის რადიუსში შეუძლია.