ეკატერინე ტიკარაძე: საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია – მნიშვნელოვანი განსხვავებები არის რეგიონებში

სეართო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი განსხვავებები არის რეგიონებში, შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე თუნდაც კახეთში.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, უნდა იყოს ადეკვატური ასევე რეგიონების ჭრილში. ყველა სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სსიპ მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნა, რათა შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.