Bavaria-ს პირველი სუპერ-პრიზის მფლობელი აბაშიდანაა

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იმერეთში ინაცვლებს. 21 ივნისს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი უმასპინძლებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად Bavaria-ს  სამშობლოში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალმა სტარტი სოფელ რუხიდან აიღო, სადაც 16 ივნისს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გარდა სასიამოვნო და მხიარული ატმოსფეროსი, მათ ადგილზე უგემრიელესი Bavaria-ს ლუდის დაგემოვნებისა და პრიზების მოგების საშუალება ჰქონდათ.

პირველი სუპერ-პრიზის მფლობელიც უკვე ცნობილია. აბაშაში მცხოვრებმა დავით გახოკიძემ ამსტერდამის საგზური უკვე მოიგო და ის სხვა დანარჩენ, 9 გამარჯვებულთან ერთად მალე Bavaria-ს ჰოლანდიაში გაემგზავრება.

ბავარიის  ლუდის ფესტივალი  26 ივნისს ქ.თელავში გადაინაცვლებს.