„ოცნების“ კულუარებში ჩახედულებმა ვიცით რეალურად ვის ჰქონდა გავლენა კვირიკაშვილზე”

სოციოლოგის, ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აქტიურად ერეოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობაში და დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზე.

აღნიშნულ თემაზე მეტრეველმა თოქ-შოუ “რეაქციაში“ ისაუბრა.

“რაც შეეხება ბანკებს, არა მარტო ლუდის ჩამოსხმა დაიწყეს, ახლა მე შემიძლია კონკრეტული რამდენიმე ქეისი მოვიყვანო, მაგალითად „ფეიბოქსების“ საქმე. ამ ბაზარზეც შეიჭრნენ და სრული მონოპოლია დააწესეს. გულწფელად ვთქვათ, ცოტა ვინც არის ჩახედული „ოცნების“ კულუარებში, ყველამ კარგად ვიცით რეალურად ვის ჰქონდა გავლენა გიორგი კვირიკაშვილზე, ეს არ იყო ივანიშვილი, ეს პიროვნება გახლდათ ბატონი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჯერ ჯეჯელავა შემოგვიგდო და ზოგადად ეს ადამიანი კულუარებიდან ცდილობდა რაღაც პოლიტიკური თამაშების წამოწყებას. ამიტომ ერთი რამ ნათელია, ბანკების გარკვეული ნაწილი, გარკვეული ადამიანები ძალიან მავნებლურ საქმიანობას ეწევიან ქვეყანაში“, – განაცხადა მეტრეველმა.