„ასეთი მაღალკვალიფიციური ანალიზი ქართულ სინამდვილეში ნამდვილად სასიამოვნო ექსკლუზივია…“

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

პერიოდულად, ვეცნობი რა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ეპისტოლეებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი რელევანტური, თანადროული, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური ანალიზი ქართულ სინამდვილეში ნამდვილად სასიამოვნო ექსკლუზივია.

ორმაგად დასაფასებელია, როცა მაღალიერარქს საღვთისმეტყველო და სულიერ მსჯელობასთან ერთად, თანმიმდევრული, აკადემიური, სახელმწიფოებრივი ხედვა და საზოგადოებრივი განვითარების კონცეპტუალური პროგრამა (სოციალური დოქტრინა, მისიისა და ევანგელიზაციის ახლებური წარმოება და ა.შ.) გააჩნია. მისი მიდგომები თანამედროვე რეალობასთან მიმართებით სავსებით ადექვატური, რაციონალური და პრაგმატულია, რაც პირდაპირ ამხელს და საინტერესო ალტერნატივასაც გვთავაზობს ცრუ მისტიციზმის, “ხალხური ღვთისმეტყველების”, იზოლაციონიზმის, ობსკურანტიზმის, გნოსეომაქიის, პაგანიზაციის, ანიმიზმისა და ბრმა რიტუალიზმის დაძლევის გზაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, როცა სისტემური რეორგანიზაციის, რებრენდინგის, მენეჯმენტის მოდერნიზაციისა და ადმინისტრაციული მოწყობის ცვლილების აუცილებლობაზე კეთდება აქცენტი.

რაც მთავარია ეს ყოველივე ჟღერდება პირველ პირში და შესაბამისი პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული. პოზიტივია, თავად ის ფენომენიც, როცა სასულიერო პირს ქრისტიანული ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჰარმონიზების აუცილებლობა ესმის და ეკლესიას განიხილავს როგორც ღმერთის, საზოგადოებისა და იერარქიის კონგლომერატად და არა ელიტარულ არისტოკრატიად.

ჩემი მოკრძალებული კომპლიმენტი და პატივისცემა მეუფე გრიგოლს! აქსიოს!

გაეცანით!

https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/photos/a.1565178223720835.1073741828.1565175510387773/2070878799817439/?type=3&theater