თაღლითური გეგმის მსხვერპლი დაზარალებული ფერმერები წლებია სამართალს ეძებენ (ვიდეო)

უკვე წლებია ახალქალაქელი და ბოლნისელი ფერმერები ამბობენ, რომ ბიზნესმენების თაღლითური გეგმის მსხვერპლი გახდნენ. კომპანიას, რომელიც წლებია სოლიდურ სახელმწიფო ტენდერებს იგებს, ტონობით კარტოფილის საფასური ფერმერებისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია.

საქმეში საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ჩაერთო. კავშირის თავმჯდომარესთან ირინა ფხოველიშვილთან დაზარალებული ფერმერები იმედით ჩამოდიან ასე იყვნენ ბოლნისელი ფერმერებიც, რომელთა ერთადერთ შემოსავალს სწორედ კარტოფილი წარმოადგენს.

რა ეტაპზეა საქმე და მიაღწევენ თუ არა სამართალს მოტყუებული დაზარალებული ფერმერები? ამ კითხვით ჩვენ საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს დავუკავშირდით.