ჟურნალისტი და ჩემპიონი – ინტერვიუს ჩაწერიდან დაწყებული სიყვარული ოჯახის შექმნით დასრულდა

მიშა ხაჩიძე

მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა. სპორტსმენის რჩეული ჟურნალ “თბილისელების” ჟურნალისტი ხათუნა კორთხონჯია.

მათი სიყვარულის ისტორია პროფესიული საქმიანობით- ინტერვიუს ჩაწერით დაიწყო. წყვილმა ხელი მოაწერა და გრანდიოზულ ქორწილს ზაფხულში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გიგა კუხალაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, საქართველოს ჩემპიონი უშუ სანდაში, საქართველოს ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, მსოფლიო ქამრის მფლობელი K-1-ში და სხვა უამრავი პრიზის მფლობელია კრივში. მის მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში უკვე მეორედ შევიდა. სპორტსმენი რუსეთის სახელით, თუმცა ყოველთვის საქართველოს დროშით გამოდის რინგზე.