გარე განათება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით ირთვება

შპს “თბილსერვისჯგუფის” მიერ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება.

არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარე განათების ჩართვის განსხვავებულ დროს გულისხმობს. შესაბამისად, ზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა აღნიშნული დრო და გარე განათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება.