“აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს და დამშვიდება სჭირდება”

დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატის თქმით, ისე დღეს კიდევ შევა დაკავებულთან, რადგან ამ ეტაპზე აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს და დამშვიდება სჭირდება.

კითხვაზე-აღიარებს თუ არა აბესაძე ბრალს, ირმა ჭკადუას ჯერ პასუხი არ აქვს.