“აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს!!!”

მერაბ ღოღობერიძე

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი

ეს არის მთავრობა, რომელმაც დაპაუზა აჭარა, გაანადგურა ბიზნესმენები და მშიერს ხოცავს საკუთარ მოსახლეობას! არ ფიქრობს დასაქმების პრობლემებზე, ამიტომ აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს!!!

რატომ? იმიტომ რო, აჭარის რეგიონში:

  1. იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში თურქული ინვესტიციების წარმატებებზე ტელევიზორებით პოზიორობდნენ, თურქმა ბიზნესმენებმა სასტუმრო „ეიფორიდან“ 100 ადგილობრივი მოქალაქე დაითხოვეს ისე, რომ გათავისუფლებულებს 3 თვის ხელფასი დღემდე არ აუღიათ.
  2. იმ დროს, როდესაც აჭარის მთავრობა იკვეხნის აჭარაში ინვესტიციების შემოდინებას, 8 თვის განმავლობაში აჭარის მთავრობას მისი კომისიის 7 წევრისგან დაკომპლექტებული წევრებით მხოლოდ 2 ნებართვას გასცემს, დანარჩენი კი სრულიად უპასუხისმგებლო კომისიას აწყვეტიებს ინვესტიცია განხორციელდეს თუ არა აჭარაში და ვერ წყვიტავდეს ამ დრომდე დანაშაულია და მიზან მიმართული პროვოკაციაა.
  3. იმ დროს, როდესაც პრემიებზე საუბრობენ, ხელფასებზე, ჯიპებზე არიან მომჯდარი და რბილ- თბილი სკამებიდან უყურებენ საზოგადოებას,შიმშილით როგორ ვიხოცებით.

მივმართავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  ზურაბ პატარაძეს:

  1. მიმაჩნია დღეის მდგომარეობით აჭარის მთავრობაში შექმნილი კ2 ნებართვების გაცემის კომისია არა არის კომპეტენტური იმსჯელოს ნებართვების გაცემაზე რაზედაც დაუყონებლივ უნდა გახადოთ საჯაროდ თქვენს მიერ შექმნილი კომისიის შემადგენლობის კომპეტენცია თუ რამდენად აკმაყოფილებენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მის კომპეტენციას.
    2. გონივრული ეჭვი არსებობს კომისიის შემადგენლობის ერთი ნაწილის მიმართ, ჩართულია კორუფციულ გარიგებებში ბიზნესმენებთან.
    3. დაუყონებლივ შეაჩერეთ კომისიის მუშაობა ამ დროისათვის და დაუყონებლი დაკომპლექტოდ კომპეტენტური არქიტექტურთა ჯგუფით
    4.ჩვენს მიერ გაჟღერებულ კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით განხადება რეაგირებისათვის გადაგზავნოთ პროკურატურაში.

პ.ს. საზოგადოებამ თავად შეაფასოს კომპეტენცია თუ საერთოდ გაასაჯაროვებენ კომისიის შემადგენლობას, რადგან იმდენად არაკომპეტენტურია, მეეჭვება ეს გააკეთონ.  კომისიის მუშაობა ამ დროისათვის კი არ უწყობს ხელს რეგიონში ინვესტიციების შემოდინებას, პირიქით, 7 თვის მანძილზე 2 ნებართვა გაიცა. აჭარაში კრიზისია ეკონომიკის მხრივ!